დიდი რისკის მიუხედავად, რომ კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, დიდი ბრიტანეთი პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი გააუქმებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით შეზღუდვები 19 ივლისს უნდა გაუქმდეს, ამ დღეს კი ბრიტანეთში ე.წ. „თავისუფლების დღე“ უკვე შეარქვეს.
არსებობდა ვარაუდი, რომ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა გასულ კვირას მოხდებოდა და ქვეყნის ეკონომიკა ამუშავდებოდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გამო ამ დრომდე არ არის მიღებული.
ამის მთავარი მიზეზი დიდ ბრიტანეთში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაა. ქვეყანაში უკვე დომინირებს კოვიდ19-ის დელტა ვარიანტი, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება და უფრო მავნებელია ვიდრე წინა მუტაციები.
ასევე ნახეთ: ლოს ანჯელესი დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებას ვაქცინირებულებსაც თხოვს„ყოველდღიურად ჩემთვის და ჩემი მრჩევლებისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ 19 ივლისს ჩვენ ვიქნებით იმ მდგომარეობაში როცა შევძლებთ ვთქვათ, რომ შეგვიძლია ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, ისე როგორც ადრე, პანდემიამდე, ვცხოვრობდით,“- ამბობს ბორის ჯონსონი.
პარალელურად პრემიერ-მინისტრის, ბორჯის ჯონსონის, მთავრობა დიდი დარტყმის ქვეშაა. ჯანდაცვის მინისტრს მეტ ჰენკონს, თანამდებობის დატოვება მოუწია, მიზეზად მისი თანაშემწის მიერ, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევა სახელდება.
ჰენკოკის შემცვლელი საჯიდ ჯავიდი იქნება. მან პარლამენტში გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ მიუხედავად მზარდი მაჩვენებლებისა შესაძლებელი იქნება ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქების ბოლო ეტაპი დასრულდეს და ქვეყანამ ახალი ცხოვრება დაიწყოს.
ასევე ნახეთ: რუსეთში კოვიდ-19-ით სიკვდილობა რეკორდულად იზრდება„19 ივლისი რჩება ჩვენს სამიზნე თარიღად. ეს არა მარტო შეზღუდვების დასასრული არამედ საინტერესო, ახალი მოგზაურობის დასაწყისი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“- ამბობს ჯავიდი.
პანდემიის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, კოვიდ 19-ით 128 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 4.76 მილიონს შეადგენს. ხოლო მსოფლიოში, ინფიცირებულია 181 მილიონი და გარდაცვლილია 3.9 მილიონი ადამიანი. ახლა მთავარი გამოწვევა კოვიდ19-ის დელტა ვარიანტია, რომელიც თითქმის მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. დელტა ვარიანტი პირველად ინდოეთში გამოვლინდა.