პარასკევს ბრიტანეთმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახლად აღმოჩენილი ვარიანტი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ვრცელდება, დიდი შეშფოთების საგანია. მეცნიერები მას განიხილავენ, როგორც დღემდე აღმოჩენილ ყველაზე მნიშვნელოვან ვარიანტს, რადგან არ არის გამორიცხული, მას ვაქცინების ეფექტურობის შემცირება შეეძლოს.
ასევე ნახეთ: როდის დასრულდება პანდემია - პროგნოზი ოპტიმისტურიაბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ თქვა, რომ ამ ვარიანტს - B.1.1.529 – ჰქონდა ცილის წაწვეტება, ე.წ. სპაიკ-ცილა, რომელიც ორიგინალური კორონავირუსისგან დრამატულად განსხვავდება. არსებული ვაქცინები კი ორიგინალურ, პირველად აღმოჩენილ კორონავირუსის ვარიანტს ეფუძნება.
ახალი ვარიანტი ბოტსვანაში და ჰონგ-კონგშიც აღმოაჩინეს. ბრიტანეთმა სამხრეთ აფრიკიდან და ხუთი მეზობელი ქვეყნიდან ფრენები აკრძალა.
ფრენები კვირამდე შეწყდა. ამის შემდეგ, ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეების და მუდმივი მცხოვრების სტატუსის მქონე პირების გარდა, ქვეყანაში შესვლა აკრძალული იქნება. ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესულებს კი სასტუმროებში კარანტინის გავლა მოუწევთ.