ბრიტანეთში ნერვული გაზით თავდასხმაში ეჭვმიტანილები დაასახელეს

ბრიტანული მედია საშუალება იუწყება, რომ პოლიციამ დაასახელა ეჭვმიტანილები, რომლებიც ყოფილ რუს ჯაშუშზე და მის ქალიშვილზე, მომაკვდინებელი ნერვული გაზით თავდასხმაზე არიან პასუხისმგებელნი.

პრესის ასოციაცია აცხადებს, რომ მისი წყაროს მონაცემებით, გამომძიებლები „დარწმუნდნენ, რომ ისინი რუსები არიან“, ეს კი მათ ვიდეო თვალთვალის კამერების ჩანაწერებით და იმ პერიოდში ქვეყანაში შემოსულ პირთა სიის შეჯერებით შეძლეს.

პრესის ასოციაცია ასევე იტყობინება, რომ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეში რამდენიმე რუსი მონაწილეობდა.

რუსეთმა თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდება უარყო.