ხუთშაბათს, ბრიტანელი ამომრჩევლები ხმას აძლევენ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს 2016 წელს მათ მიერ მოწონებული, ევროკავშირიდან გასვლის საკითხი, რომელსაც ასე დიდხანს ელოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თავისი საარჩევნო კამპანიის ძალისხმევის მთავარი ფოკუსი გააკეთა დევიზზე, “დაასრულე ბრექსიტი”. ის ამბობს, რომ მისი კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო უმრავლესობა, საშუალებას მისცემს ევროკავშირიდან გამოსვლის ადრე უარყოფილი ხელშეკრულება გაიტანოს და ბრექსიტი 31 იანვრისთვის განახორციელოს.
მისმა მეტოქემ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ თავისი გამარჯვების შემთხვევაში ახალ რეფერენდუმს დანიშნავს, რათა ხალხს ჰკითხოს ევროკავშირიდან გასვლა ჯერ ისევ სურთ, თუ 28 წევრიან ბლოკში დარჩენა ურჩევნიათ.
ხმის მიცემის წინ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ჯონსონის პარტიას უპირატესობა ჰქონდა, თუმცაბოლო დღეებში საკამპანიო რბოლა უფრო გამწვავდა.
ოფიციალური შედეგები, ცნობილი პარასკევს გახდება.