ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის ახალ, "კომპრომისულ" ვარიანტზე საუბრობს. მისი თქმით, ეს შემოთავაზება ირლანდიის საზღვარზე ან მის სიახლოვეს სასაზღვრო პუნქტებს არ გულისხმობს.
ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან დაგეგმილ სატელეფონო საუბრამდე, ჯონსონმა საკუთარი პარტიის წევრებთან შეხვედრისას თქვა, რომ ხელისუფლება ევროკავშირს "კონსტრუქციულ და გონივრულ" გეგმას სთავაზობს.
ჯონსონმა გაიმეორა საკუთარი პირობა, რომ "ბრექსიტი" 31 ოქტომბრის დათქმულ ვადას არ გადაცილდება და რომ "გაყრის პირობების" გარეშე მას ევროკავშირის დატოვება არ სურს, მაგრამ ამისთვისაც მზადაა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის მიერ ევროპული ბლოკის დატოვების პროცესი საბოლოოდ დასრულდეს, ქვეყანამ დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ ფულზე, საზღვრებსა და კანონებზე, და რომ რეფერენდუმიდან 3 წლის შემდეგ ხალხს მხოლოდ ის სურს, რომ ეს საკითხი დაიხუროს და მშვიდად განაგრძოს ცხოვრება.
Facebook Forum