ევროპის კავშირის ლიდერები დღეს შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბრიტანეთს ბლოკის დატოვებისთვის დამატებით 7 თვე მისცენ. ლონდონს ახალი ვადა 31 ოქტომბრისთვის დაუწესდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ლიდერებთან ბლოკის დატოვების პირობებზე შეთანხმებას გასულ წელს მიაღწია. თავიდან ევროკავშირის დატოვების ვადად 29 მარტი იყო დათქმული. ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ დააყენა კენჭისყრაზე და სამჯერვე ჩააგდო.
ბრიტანეთს ახალი ვადა ამ პარასკევს ეწურებოდა. ამ ეტაპზე, თუკი ორივე მხარე მიღწეულ შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრიტანეთი ევროპის კავშირიდან 1 ნოემბერს გავა.
Facebook Forum