ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ემზადება ოფიციალური მიმართვისთვის, რომ ევროპის კავშირმა ბრიტანეთის გასვლა რამდენიმე თვით დააყოვნოს. ტერეზა მეის იმედი აქვს, რომ დღეს ბრიტანეთის პარლამენტში კიდევ ერთ კენჭისყრას მოასწრებს, ვიდრე ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის სამიტი გამართება.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ხნით სთხოვს ტერეზა მეი დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ე.წ. ბრექსიტის გადავადებას. ფაქტია, რომ შეთანხმება 30 მარტამდე აღარ მოესწრება.
3 წელი გავიდა ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ, როცა ბრიტანელებმა ხმა ევროპის კავშირის 28 წევრიანი ბლოკის დატოვებას მისცეს, თუმცა ვითარება ისევ გაურკვეველი რჩება. ანალიტიკოსები 4 შესაძლო გამოსავალზე საუბრობენ: ბრექსიტის დიდი ხნით გადავადება, ბრექსიტი ტერეზა მეის გეგმით, გაყრა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე და ბოლოს, ახალი რეფერენდუმი ბრიტანეთში.
Facebook Forum