ბრიტანეთის და ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის განახლებულ პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მას უწოდა “დიდებული შეთანხმება, რომელიც ყველაფერს კვლავ კონტროლს დაუქვემდებარებს”.
მან “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა "ბრექსიტი შაბათისთვის უნდა დაასრულოს”, რათა მთავრობამ სხვა პრიორიტეტებზე ყურადღების გადატანა შეძლოს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, “ტვიტერზე” დაწერა: “სადაც ნება არსებობს, შეთანხმებაც არის - ჩვენ ის გვაქვს!”
შეთანხმება მან დაახასიათა, როგორც ევროკავშირისთვისაც და ბრიტანეთისთვისაც “სამართლიანი და დაბალანსებული”.
იუნკერმა ევროკავშირის დანარჩენ 27 წევრს მოუწოდა, ხუთშაბათს, ბრიუსელში შეხვედრის დროს შეთანხმება მოიწონონ.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 31 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.
Facebook Forum