ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრექსიტი" კიდევ ერთხელ, 31 იანვრამდე გადავადდა


ევროკავშირი დათანხმდა ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის კიდევ ერთხელ გადავადებას. ახალი თარიღი 31 იანვარია. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ამის შესახებ დღეს განაცხადა.

ტუსკმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილებულია ბრიტანეთის თხოვნა, კიდევ ერთხელ გადავადდეს ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროპის კავშირის დატოვება. თუმცა, ეს მოქნილი თარიღი იქნება და თუკი ბრიტანთის მთავრობა შესძლებს, რომ ე.წ. "გაყრის შეთანხმების" რატიფიცირება ვადამდე მოახდინოს, ბლოკის დატოვება მანამდეც შეეძლება.

ე.წ. "მოქნილი გადავადების" შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე იმ 30-წუთიანი შეხვედრის შემეგ გახდა ცნობილი, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. ამისთვის საჭირო იყო საფრანგეთს გამოეთხოვა, უგულებელეყო ის წინააღმდეგობა, რომლის საფუძველზეც გასულ კვირას გადავადება ვერ გადაწყდა.

ნებისმიერი შეთანხმება ბრექსიტის თაობაზე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად უნდა მიიღონ. ბრიტანეთის მიერ ევროგაერთიანების დატოვების თარიღი უკვე სამჯერ გადაავადეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG