თეთრი სახლის, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი „ახირებული“ ლიდერია და მზადაა ამერიკის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენოს არჩევნებში გამარჯვების სანაცვლოდ.
„ვფიქრობ ის თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, საშიშია“, - განუცხადა ჯონ ბოლტონმა გრეტა ვან სასტერენს, „ამერიკის ხმის“ გადაცემის „ჩართვა“ წამყვანს.
ტყუილების კრებული
ბოლტონი მის ახალ მემუარებს უწევს რეკლამას, რომელმაც ბევრი წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია. წიგნი „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ ცოტა ხნის წინ გამოიცა და ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ბოლტონის გამოცდილებას აღწერს. საკუთარ წიგნში, ის პრეზიდენტს ბრალს სდებს არასათანადო საქციელსა და საგარეო პოლიტიკურ ჩავარდნებში.
ბოლტონმა თეთრი სახლი სექტემბერში დატოვა. ის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩევლის თანამდებობაზე 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
ბრალდებებმა „თეთრი სახლის“ მწვავე რეაქცია გამოიწვია. პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი აცხადებს, რომ ბოლტონი „გამწარებულია“, რადგან პრეზიდენტმა მისი მკაცრი საგარეო პოლიტიკური რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
ტრამპი წიგნს „ტყუილების კრებულს და გამოგონილ ისტორიებს“ უწოდებს. პარალელურად კი ბოლტონს ბრალს სდებდა, რომ მან ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა.
ასევე ნახეთ: 4 თვე არჩევნებამდე - იპსოსის კვლევით, ტრამპსა და ბაიდენს შორის რეიტინგში მცირე სხვაობააინტერვიუში, ბოლტონმა ტრამპი აღწერა, როგორც იმპულსური, არაკომპეტენტური და მისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ამერიკის მეტოქეების მიმართ დამთმობი, იქნება ეს ირანი თუ ჩრდილოეთ კორეა.
„ის ყოველთვის ცდუნების ზღვარზეა, რომ აიათოლებთან დაჯდეს, ისევე როგორც უნდოდა კიმ ჩენ უნთან დაჯდომა“, - განაცხადა ბოლტონმა ადმინისტრაციის პოლიტიკაზე საუბრისას ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან.
ბოლტონი იხსენებს საუბრებს, რომელსაც მისი თქმით თავადაც ესწრებოდა და სადაც ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს არჩევნებში გამარჯვებაში დახმარება სთხოვა, გამოძიების შეწყვეტას პირდებოდა „დიქტატორებს, რომლებიც მოსწონდა“ და მალევე შეიცვალა პოზიცია ვენესუელაზე, სადაც შეჭრა, პრეზიდენტის აზრით, „მაგარი“ იქნებოდა, მაგრამ მოგვიანებით ვენესუელის ავტორიტარი ლიდერი, ნიკოლას მადურო „ჭკვიანად“ და „მტკიცედ“ აღწერა.
ასევე ნახეთ: ბოლტონი ამბობს, რომ ტრამპი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებდაბოლტონმა ასევე განაცხადა, რომ მოწმე იყო იმისა, როცა პრეზიდენტმა ზეწოლა მოახდინა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა მისი პოლიტიკური ოპონენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ მაკომპრომატირებელი ინფორმაცია მოეპოვებინა. ამ ბრალდებას, გასულ წელს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მოჰყვა.
ბოლტონის ამ განცხადებების უმეტესობა მის წიგნშია ასახული. „თეთრი სახლი“ ცდილობდა, რომ წიგნის გამოცემისთვის ხელი შეეშალა. გასულ კვირას შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციის საჩივარი წიგნის გამოცემის აღკვეთის თაობაზე. თუმცა მოსამართლემ, ასევე განაცხადა, რომ ბოლტონის „ცალმხრივი მოქმედება ეროვნული უსაფრთხოების მძიმე პრობლემებს“ უსვამდა ხაზს.
ასევე ნახეთ: ტრამპმა ბოლტონი თანამდებობიდან გადააყენასახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განცხადებაში ბოლტონს „მოღალატე“ უწოდა „სრულიად შეტრიალებული ნახევარ სიმართლის და სრული სიცრუის“ გავრცელების გამო.
სხვა ბრალდებები
საკუთარ წიგნში, ბოლტონი აცხადებს, რომ ტრამპმა პირდაპირ სთხოვა ჩინეთის პრეზიდენტს ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდით, დახმარებოდა მის ხელახალ არჩევას. ბოლტონი ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტმა პეკინს მოუწონა იუგურების და სხვა მუსლიმი უმცირესობის „გამოსასწორებელ ბანაკებში“ განთავსება.
პიტერ ნავარო, თეთრი სახლის მთავარი მომლაპარაკებელი ვაჭრობის საკითხებში, უარყოფს ბოლტონის მტკიცებას, რომ პრეზიდენტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის მიმართ რბილია. ის არგუმენტად ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, პრეზიდენტის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას იყენებს.
ამ თვეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე დაუწესა სანქციები ჩინელ ოფიციალური პირებს, რომლებიც იუგური მოსახლეობის მასობრივ თავისუფლების აღკვეთაში მონაწილეობენ.
იმპიჩმენტის ბრალდებები
ბოლტონი ამბობს, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ტრამპის არასწორად მოიქცა, როცა უკრაინისგან მის მომავალ საარჩევნო კამპანიაში დახმარება მოითხოვა.
„უკრაინაზე ფოკუსი მთლიანად უკავშირდებოდა ტრამპის პოლიტიკური ოპონენტისთვის ზიანის მიყენებას, ორივეს: ჰილარი კლინტონის და ჯო ბაიდენის შემთხვევაში. ამას არ ჰქონდა არაფერი საერთო კორუფციასთან უკრაინაში“, - თქვა მან ინტერვიუში.
ასევე ნახეთ: შუმერი თეთრი სახლის 4 წარმომადგენლის დაკითხვას ითხოვსტრამპს ბრალს დებდნენ, რომ მან უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, რათა ზელენსკიზე ზეწოლა განეხორციელებინა და კიევს მისი დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბაიდენის შესახებ კომპრომატი მოეპოვებინა. აშშ-ს სენატმა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, ტრამპი ამ ბრალდებებში გაამართლა. ბოლტონს თავდაპირველად სთხოვდნენ, რომ მოწმედ წარმდგარიყო, თუმცა მან უარი განაცხადა. ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ დაიცვა საკუთარი გადაწვეტილება და თქვა, რომ ამას შედეგი არ ექნებოდა, რადგან იმპიჩმენტი პოლიტიკურად ძალზედ მიკერძოებულ პროცესად გადაიქცა.
პოლიტიკური ქორი
ტრამპის საგარეო პოლიტიკური კრიტიკისას, ბოლტონი საკუთარ ხანგრძლივ პოზიციას ეყრდნობა, რომ ავტორიტარ ლიდერებს, იქნება ეს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა თუ ვენესუელაში, პოლიტიკის ცვლილებისკენ მხოლოდ ეკონომიკური ზეწოლა და სამხედრო შეკავება უბიძგებს. თუმცა ბევრი საგარეო პოლიტიკურ წრეებში, ბოლტონის პოზიციას არ იზიარებს.
„ჯონ ბოლტონი მისი მთელი კარიერის განმავლობაში უმეტესწილად ცდებოდა“, - ამბობს მაიკლ ო’ჰანლონი, ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის უფროსი მკვლევარი. ის დასძენს, რომ მსგავსი რეჟიმები, კუთხეში მომწყვდევისას, ნაკლებად თმობენ.
ბოლტონი არ ეთანხმებოდა პრეზიდენტის გადაწვეტილებას, 2018 წელს სინგაპურში შეხვედროდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ უნს. ის ასევე ამბობს, რომ ტრამპის მთელი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი სახტად დარჩა, როცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ცალმხრივად შეწყვეტდა სამხრეთ კორეასთან ერთობლივ წვრთნებს მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ და სარაკეტო წვრთნებს ატარებდა.
სინგაპურში, ორი ქვეყნის ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ განიარაღებაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა მალევე, სამიტის შემდგომი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ერთი წლის თავზე ჰანოის სამიტზე ვაშინგტონის მხარემ შეხვედრა ადრეულად დატოვა. ამის მიზეზი, ვაშინგტონის უარი გახდა ფხენიანის მოთხოვნაზე, რომ ჯერ ეკონომიკური სანქციები მოახსნა, მოგვიანებით ფხენიანის მიერ ბირთვული არსენალის და პროგრამის ნაწილობრივ შეჩერების სანაცვლოდ.
ასევე ნახეთ: ტრამპის ადმინისტრაცია ირანისთვის მიცემულ თითქმის ყველა შეღავათს აუქმებსრაც შეეხება ირანს, პრეზიდენტის და მისი უსაფრთხოების მრჩეველის შეხედულებები, ამ უკანასკნელის თქმით, აქაც განსხვავდებოდა. ბოლტონი არ იზიარებდა აზრს, რომ პრეზიდენტ ტრამპი ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის უნდა შეხვედროდა. მისი თქმით, თეთრი სახლი ამ ნაბიჯს განიხილავდა და ასევე დისკუსია მიდიოდა ირანისთვის სანქციების შემსუბუქების გარშემო, მოლაპარაკებების განახლების სანაცვლოდ.
ბოლტონის პოზიციები არც ავღანეთის შემთხვევაში ემთხვეოდა თეთრი სახლისას. ბოლტონი არ ეთანხმებოდა თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას. მისი თქმით, მან აღკვეთა, ვაშინგტონში, თალიბანის ლედერებისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრა.
კომპრომისებზე წამსვლელი
ამერიკის პრეზიდენტების უმრავლესობა საგარეო პოლიტიკას შიდა პოლიტიკური მხარდაჭერა მოპოვებისთვის იყენებს. თუმცა ბოლტონის თქმით, სხვებისგან განსხვავებით პრეზიდენტი ადვილად წავა კომპრომისებზე ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, თუ შეძლებს, რომ რაიმე დიდ მიღწევად წარმოაჩინოს ესა თუ ის დიპლომატიური მოვლენა.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორესთან კომუნიკაციის გაწყვეტას აპირებსმარკ სიმაკოვსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ ეროვნული უსაფრთხოების მკვლევარი, ამ მოსაზრებას იზიარებს.
„ვფიქრობ, ის რაც პრეზიდენტ ტრამპს მისი წინამორბედებისგან განასხვავებს, არის ის, რომ მისი მიღებული გადაწყვეტილებების უმეტესობა არა მხოლოდ მისი პირადი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს, არამედ ის კატეგორიულად აფიქსირებს მათ სხვა ლიდერებთან კომუნიკაციისას“, - ამბობს ის.
ბოლტონმა თეთრი სახლი გასულ სექტემბერს დატოვა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტთან ვერ შეთანხმდა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი საჰაერო თავდასხმის გარშემო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა ამ სვლაზე, რომლის მიზანიც ამერიკული სადაზვერვო დრონის ჩამოგდებაზე, ირანისთვის პასუხის გაცემა იყო. ბოლტონი ამბობს, რომ ის გადადგა, პრეზიდენტის თქმით კი, მან ის სამსახურიდან გაუშვა.
ბოლტონმა მოგვიანებით მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ნაბიჯს, რომლითაც ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის განეიტრალება მოხდა. სოლეიმანი მას შემდეგ გახდა ამერიკის სამიზნე, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებებმა დაჭრეს ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და მოკლეს ერთი ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორი.