ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩენტის პროცესის მეცხრე დღე და კამათი მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპჩმენტის საქმის მოსმენა სენატში გრძელდება. დღეს სენატორებს ბოლო დღე აქვთ საკუთარი შეკითხვების დასასმელად, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარისთვის.

თუმცა, დავისა და განხილვის მთავარი საკითხი ახლა მოწმეების დაშვების თემაა. დემოკრატები წამრომადგენელთა პალატიდან 4 მოწმის დაკითხვას ითხოვენ, მათ შორისაა პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი. თავად ბოლტონი თანხამაა გამოცხადდეს სენატში, თუ მას დაკითხვაზე დაიბარებენ.

ამერიკული მედიის ცნობით, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ წიგნში, ბოლტონი ადასტურებს, რომ ტრამპმა უკრაინას 391 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება შეუჩერა და მისი აღდგენის სანაცვლოდ პრეზიდენტ ზელენსკის ბაიდენებზე გამოძიების დაწყება სთხოვა.

დემოკრატები მტკიცედ მოითხოვენ ბოლტონისა და სხვა მოწმეების დაკითხვას, თუმცა, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ვერ ხედავენ მისი დაკითხვის საჭიროებას.

სენატი პარასკევს კენჭისყრით გადაწყვეტს დაიკითხება თუ არა ბოლტონი, ან ნებისმიერი სხვა მოწმე სენატში გამართულ სასამართლო ტიპის საიმპიჩმენტო მოსმენაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG