ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკ ტაიმსი: ბოლტონი და ბარი ჩინეთთან და თურქეთთან ტრამპის ურთიერთობით შეშფოთებულები იყვნენ


ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი უარყოფს გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი და იუსტიციის მდივანი უილიამ ბარი შეშფოთებულები იყვნენ იმით, რომ პრეზიდენტი ტრამპი პერსონალურ ფავორიტიზმს იჩენდა თურქეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების მიმართ.

“არ ყოფილა არანაირი განხილვა “პერსონალური დავალების” ან გამოძიებებზე“ არასათანადო გავლენის” და არც გენერალურ პროკურორ ბარს უთქვამს, რომ პრეზიდენტის საუბრები უცხოელ ლიდერებთან არასათანადო იყო,” განაცხადა “ტვიტერზე” იუსტიციის დეპარტამენტის პრეს-სპიკერმაკერი კუპეკმა.

“ნიუ-იორკ ტაიმსის” სტატია ჯონ ბოლტონის წიგნის ხელნაწერზეა დაფუძნებული. წიგნის შინაარსის შესახებ გაზეთმა ინფორმაცია იმ ადამიანებისგან მოიპოვა, რომლებსაც პირადად აქვთ ტექსტთან შეხება.

სტატიის თანახმად, ბოლტონსა და ბარს შორის არაერთი საუბარი შედგა პრეზიდენტ ტრამპის ურთიერთობაზე ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებთან. ამ საუბრების დროს, ბარი შეშფოთებული იყო იმით, რომ პრეზიდენტის კომენტარებიდან გამომდინარე შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მას გამოძიებაზე არასათანადო გავლენა ჰქონდა.

ბოლტონის წიგნის ხელნაწერის შესახებ ინფორმაცია ამერიკის სენატში მიმდინარე საიმპიჩმენტო მოსმენების ფონზე ვრცელდება. სენატორები სასამართლოზე ბოლტონის მოწმის რანგში დაკითხვის შესაძლებლობას განიხილავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG