დემოკრატთა ეროვნული კონვენციის მეორე დღეს, შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარტიის ნომინაცია ოფიციალურად მოიგო. პარტიის დელეგატების ხმა ამერიკის შტატებიდან და ტერიტორიებიდან ასე გადანაწილდა: ჯო ბაიდენი - 3 558 ხმა, ბერნი სანდერსი - 1 151.
ასევე ნახეთ: ზოგიერთმა ცნობილმა რესპუბლიკელმა მხარი ბაიდენს დაუჭირავირტუალურ ღონისძიებაზე ნომინაციის მიღება ბაიდენს პირველებმა ოჯახის წევრებმა მიულოცეს. 20 აგვისტოს, კონვენციის დასკვნით დღეს, ჯო ბაიდენი ამერიკელებს სანომინაციო სიტყვით საზეიმოდ მიმართავს.
დღეს, სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი. ხვალ მათ ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამაც შეუერთდება. გამომსვლელებს შორის ხვალ დემოკრატთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისიც იქნება.
ასევე ნახეთ: მიშელ ობამა ტრამპს "არასწორ" პრეზიდენტს უწოდებს - დემოკრატთა ეროვნული კონვენცია დაიწყორესპუბლიკელთა ეროვნული კონვენციაც ნაწილობრივ ონლაინ გაიმართება. ის ქ. შარლოტში მომავალ კვირას, 24 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტომდე გასტანს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზეიმო სანომინაციო სიტყვით კონვენციას თეთრი სახლიდან მიმართავს.
ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო