ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მაისში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სამხრეთ კორეასა და იაპონიას. ვიზიტის მიზანი ამ ორი ქვეყნის ლიდერთან ერთად, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვა იქნება.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი ამ ორ ქვეყანას 20-24 მაისს ეწვევა.
ასევე ნახეთ: მადლენ ოლბრაითის დაკრძალვას პრეზიდენტები ბაიდენი და კლინტონი დაესწრებიანსამხერთ კორეაში ბაიდენი ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, იუნ საკ ეულს, შეხვდება.
იაპონიაში კი ბაიდენი პრემიერ-მინისტრ კიშიდა ფუმიოს შეხვდება და ასევე ისაუბრებს იაპონიის, ავსტრალიის, ინდოეთისა და ამერიკის საერთო ორგანიზაციის ლიდერებთან.