ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია საპროტესტო ელექტორატის შემოკრებას?


NDI-ის კვლევის შედეგები, "რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?"
NDI-ის კვლევის შედეგები, "რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?"

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 22% - „ქართული ოცნება“ დაასახელა, 7% - „ნაციონალური მოძრაობა, 6% - სხვა პარტიები. 65%-ის პასუხი კი იყო „არცერთი პარტია“, „არ ვიცი“ ან უარი პასუხზე.

„ეს ძველი სტანდარტები გულისხმობს მოგებას დღეს, ახლა, და ფსონის დადებას აბსოლუტურ და უკომპრომისო გამარჯვებაზე, როდესაც ეს გამარჯვება არ დგება ოპოზიცია, ფაქტიურად, ნულით რჩება და მერე მიდის მოვლენების დრამატიზაცია და შესაბამისად იმ რეიტიგის დაკარგვაც, რომელიც აქვთ
ბაკურ კვაშილავა, პოლიტოლოგი

NDI-ის ეს გამოკითხვა 2022 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა. ამ გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებამდე, 2 აპრილს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი კანდიდატის გასაყვანად.

პარლამენტში, მაჟორიტარი დეპუტატი „ქართულმა ოცნებამ“ გაიყვანა რუსთავი-გარდაბნის შუალედურ არჩევნების შედეგებითაც, ოპოზიციურმა ძალებმა აქ საკუთარი კანდიდატი საერთოდ არ დააყენეს.

„ჩვენს ოპოზიციურ პარტიებს მიდგომა პოლიტიკისადმი აქვთ მოძველებული“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პოლიტოლოგმა ბაკურ კვაშილავამ.

მისი თქმით, „ეს ძველი სტანდარტები გულისხმობს მოგებას დღეს, ახლა, და ფსონის დადებას აბსოლუტურ და უკომპრომისო გამარჯვებაზე, როდესაც ეს გამარჯვება არ დგება ისინი, ფაქტიურად, ნულით რჩებიან და მერე მიდის მოვლენების დრამატიზაცია და შესაბამისად იმ რეიტიგის დაკარგვაც კი, რომელიც მათ გააჩნიათ.

არავის არ სურს სამწუხაროდ საქართველოში, რომ გრძელვადიანი თამაში ითამაშოს. „ქართული ოცნება“ კი ამ თამაშში იგებს, მას აწყობს ეს მიმართულება, როდესაც ის ამ თამაშში იგებს, შენ სხვა უნდა ეთამაშო“ - მიაჩნია ბაკურ კვაშილავას.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 44% აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამ ფონზე კი გამოკითხულთა უმრავლესობა, 65% პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია უკმაყოფილო ამომრჩევლის, პროტესტული ელექტორატის მიმხრობას? ექსპერტების აზრით, 2021 წლის 1 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ექსპერზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ, მთავარი ოპოზიციური პარტიის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

სააკაშვილის ციხეში მოხვედრამ გაზარდა პარტიის შიგნით დაპირისპირება, ენმ-ს ამჟამინდელ ლიდერს ნიკა მელიას რამდენჯერმე ღიად მოუხდა მომხრეების დაწყნარება, რომ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხი, პარტიის დღის წესრიგში ისევ უმთავრესია.

მელია სააკაშვილის ციხიდან დახსნის ახალ გეგმაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

„ამ წუთის მდგომარეობით, ყველაზე ეფექტურ, პოტენციურად, მიხეილ სააკაშვილისთვის, ამ პარტიისთვის, სასარგებლო ველზე, საიდანაც უფრო მეტ შედეგს მივიღებთ, ვაქტიურობ, პირადად უკვე“ - განაცხადა ნიკა მელიამ პარტიის შიგნით კრიტიკის საპასუხოდ, ფეისბუქ ლაივის დროს.

„ენმ ვერ ახერხებს გაცდეს დისკუსიას, რომელიც რელევანტური არ არის, დისკუსიას, რომელიც ერთ პიროვნებაზეა კონცენტრირებული, როგორც მათ ლიდერზე, სააკაშვილზე, ასევე ივანიშვილზე. კიდევ უფრო მტკიცდება ის, რაც ბოლო 9 წელია არის ფაქტი, ნაცმოძრაობა ასე თუ ისე ინარჩუნებს მხარდამჭერების ბაზას 20-25%-ის ფარგლებში, მაგრამ ვერ ახერხებს კრიტიკული მასის შემოკრებას

მისი თქმით, „ეს არის ჩვენს უცხოელ პარტიორებთან თანამშრომლობა, დიახაც, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმესვლიანი კომბინაციის გათამაშებით, შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა და მისი სამკურნალოდ გადაყვანა“ - ირწმუნება მელია.

პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარ შეცდომად მიიჩნევს სტრატეგიას, რომელიც მხოლოდ ერთ პიროვნებაზეა კონცენტრირებული.

„ენმ ვერ ახერხებს გასცდეს დისკუსიას, რომელიც რელევანტური არ არის, დისკუსიას, რომელიც ერთ პიროვნებაზეა კონცენტრირებული, როგორც მათ ლიდერზე, სააკაშვილზე, ასევე ბიძინა ივანიშვილზე“ - ამბობს კვაშილავა

„მთლიანად ამაზეა ეს სტრატეგია აგებული. ამასობაში კიდევ უფრო მტკიცდება ის, რაც ბოლო 9 წელია არის ფაქტი, ნაციონალური მოძრაობა ასე თუ ისე ინარჩუნებს მხარდამჭერების ბაზას 20-25%-ის ფარგლებში, მაგრამ ვერ ახერხებს იმ კრიტიკული მასის შემოკრებას, რომელიც ხელისუფლებას ცვლილებას განაპირობებდა“ - ამბობს ბაკურ კვაშილავა.

კვაშილავა ენმ-ს არასწორ სტრატეგიაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:13 0:00

პოლიტოლოგის აზრით, ამ სტრატეგიის ცვლილებისთვის, რომელიც გამოხატულია ფორმულით, რომ “ქვეყნის ყველა უბედურებაზე პასუხი” „ივანიშვილის მოშორება და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაა“ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არ არის.

„ასეთი მარტივი ფორმულა არ მუშაობს, სხვა სტრატეგიის შეთავაზებას მოჰყვება ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის მომენტალური შემცირება და ამ რისკის გაწევას, სამწუხაროდ, ეს პარტია ვერ ახერხებს“ - ამბობს კვაშილავა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, მარტი, 2022
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, მარტი, 2022

ოპოზიციისთვის არასახარბიელო სურათია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) კვლევის მიხედვითაც. კითხვაზე კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 31% “ქართულ ოცნება” დაასახელა. 16% "ნაციონალური მოძრაობა" და 4% ყოფილი პრემიერის გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. დანარჩენი პარტიების რეიტინგი 1-2% ფარგლებში მერყეობს.

გამოკითხულთა 11% თქვა, რომ ბიულეტენს გადახაზავდა, 12% პასუხი არ ჰქონდა, 7% უარი თქვა პასუხზე, 4% - განცხადებით კი ხმას არავის მისცემდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ იმუშავა ამომრჩეველთან სწორი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოების მიმართულებით" - უთხრა "ამერიკის ხმას" პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.

ჩიტაძე: "ოპოზიციამ ელექტორატთან მეტი უნდა იმუშაოს"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:39 0:00

მისი აზრით, "ამომრჩეველთან უნდა იმუშაო, წარსულზეც უნდა ესაუბრო და მომავალზეც, რას სთავაზობ? რა შეიცვლება საქართველოში, იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ ოპოზიცია მოდის ხელისუფლებაში?

კვლევებში ჩანს, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა მმართველი ძალით, მაგრამ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მაინც ფიქრობს, რომ "ოცნება" კი ცუდია, მაგრამ აი, "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება რა უკეთესი იქნება?
ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი

კვლევებში ჩანს, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა მმართველი ძალით, მაგრამ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მაინც ფიქრობს, რომ "ოცნება" კი ცუდია, მაგრამ აი, "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება რა უკეთესი იქნება? აქედან გამომდინარე ოპოზიციამ ელექტორატთან აქტიურად უნდა იმუშაოს" - მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება“, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ენმ-ს გარშემო, ოპოზიციის და ზოგადად პროტესტული ელექტორატის გაერთიანება არ დაუშვას, ისევ ამტკიცებს, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევებს არ ენდობა, თუმცა, ამ კვლევის შედეგებს მაინც იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ.

"7%-მდე დაეცა თქვენი რეიტინგი, არ მიკვირს იმ ბელადის, მელიამ რომ არ გაუმართლა და ახლა ჩანაცვლებას უპირებს“ - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაციას პარლამენტში, „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

NDI-ის კვლევის დროს, 2022 წლის თებერვალ-მარტში 2036 მოქალაქე ტელეფონით გამოიკითხა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia), კვლევაში კი 1486 რესპოდენტი იყო ჩართული და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მარტში ჩატარდა.

XS
SM
MD
LG