მსოფლიოს ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფიდან 36 წელი გავიდა. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ამ დრომდე რეაქტორის რადიოაქტიურ გამოსხივებას ე.წ. სარკოფაგი აკავებს, რომელიც ყოფილი სადგურის თავზეა აშენებული. დღეს კი სადგური კვლავ მოსკოვის კონტროლქვეშაა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეშფოთება არსებობს.
"მათ [ჩერნობილის სადგურის თანამშრომლებმა] განაგრძეს მუშაობა მიუხედავად ყველა სირთულისა. მათ სიტუაცია დაასტაბილურეს, ასე რომ ვთქვათ, იმ კუთხით, რომ ყველაზე უარესი თავიდანაა აცილებული", - ამბობს გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც ჩერნობილში ჩავიდა.