ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ თუკი არჩევნებში დონალდ ტრამპი დამარცხდება, დარწმუნებული არაა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება.
"თუკი ტრამპი დამარცხდება, საერთოდ არ ვარ დარწმუნებული", - თქვა ჯო ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში კითხვაზე, იქნება თუ არა ნოემბრის შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
"ის გულისხმობს იმას, რასაც ამბობს. ჩვენ მას სერიოზულად არ აღიქვამთ. ის ამას გულისხმობს, ყველაფერს, როცა ამბობს, - თუ დავმარცხდებით, სისხლისღვრა იქნებაო", - თქვა ბაიდენმა.
ასევე ნახეთ: არჩევნებამდე 3 თვით ადრე რამდენიმე შტატი გამორჩეული ყურადღების ცენტრშიამარტში, ოჰაიოში, კამპანიის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი შეხვედრისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუკი ის დამარცხდება, "სისხლისღვრა" მოხდება. მაშინ, ტრამპი საგარეო კონკურენციისგან ამერიკის ავტოინდუსტრიის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ სწორედ ავტოინდუსტრიას გულისხმობდა, როდესაც ეს ტერმინი გამოიყენა.
2020 წელს, დონალდ ტრამპი მცდარ განცხადებებს აკეთებდა იმის თაობაზე, თითქოს არჩევნები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბდა. ვაშინგტონსა და ჯორჯიაში მის წინააღმდეგ არჩევნების შედეგების ცვლილების უკანონო მცდელობის გამო სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი, რამდენიმე კვირის წინ, საარჩევნო მარათონს გამოეთიშა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ჰარისმა დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა და მას ჩიკაგოში, დემოკრატთა კონვენციაზე, პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტად ოფიციალურადაც დაასახელებენ.