1 ნოემბერს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის თაობაზე გააკეთა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, დახმარებას კიევს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად აღმოუჩენენ.
ეს 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, რიგით 69-ე ტრანშია, რომლითაც ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან უზრუნველყო. $425 მილიონის ღირებულების პაკეტი უკრაინის თავდაცვას დამატებით შესაძლებლობებს შესძენს.
ასევე ნახეთ: ლოიდ ოსტინი კიევშიაამერიკის მორიგი დახმარების პაკეტი უკრაინის ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს ითვალისწინებს. მათ შორის სახელდება ისეთი შეიარაღება, როგორიცაა: საჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელები; საბრძოლო მასალები სარაკეტო სისტემებისა და არტილერიისთვის; ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, "უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის" მეშვეობით, ვაშინგტონი კვლავაც გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფას. 50 მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად, ამერიკა ერთგული რჩება უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებისადმი, რომელიც რუსეთის აგრესიასთან გამკლავებას ცდილობს.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა უკრაინას $8-მილიარდიანი დახმარება გამოუყო