ბელარუსში სასამართლომ, ოპოზიციის ლიდერის ქმარს, სერგეი ციხანოუსკის, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სერგეი ციხანოუსკი, 41 წლის ვიდეო ბლოგერი, სვიატლანა ციხანოუსკაიას ქმარია. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც გასული წლის არჩევნებში, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ, საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ციხანოუსკაიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის როლი, სვიატლანა ციხანოუსკაიამ იტვირთა, რომელიც თავდაპირველად, არჩევნებში მისი ქმრის ნაცვლად ჩაერთო.
ასევე ნახეთ: ბელარუსის უშიშროებას მიგრანტების კრიზისის გასამწვავებლად სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების გამოყენებაში ადანაშაულებენ2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც დასავლეთში გაყალბებულად მიიჩნევენ, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ გამოცხადებულ გამარჯვებას, ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ბელარუსის ხელისუფლებამ საპასუხოდ აქტივისტების და დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო. ბევრი მათგანი დააკავეს, ან მათ ქვეყნის დატოვება აიძულეს. ქვეყანა დატოვა ასევე სვეტლანა ციხანოუსკაიამ.
ციხანოუსკის ბრალად მასობრივი არეულობის ორგანიზება და სოციალური სიძულვილის წახალისება ედება. მას ბელარუსის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განაჩენი გამოუტანეს. ციხანოუსკის მხარდამჭერები განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ციხანოუსკაიამ ვერდიქტს პოლიტიკური ვენდეტა უწოდა.
ასევე ნახეთ: მილოვი: პუტინის მიზანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებააციხანოუსკი 2020 წლის მაისში დააკავეს და მას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. მის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება ნაწილია ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიული კამპანიისა სხვა ოპონენტების წინააღმდეგ. ხელისუფლება, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებს, სისტემატიურად იყენებს სასამართლოსა და პოლიციას კრიტიკოსების წინააღმდეგ.
ციხანოუსკისთან ერთად 14-16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ასევე მის ხუთ მოკავშირეს. სასამართლო პროცესი დახურული წესით ჩატარდა და ადვოკატებს დეტალების გასაჯაროება აუკრძალეს.
ოპონენტების წინააღმდეგ ქმედებებსა და არჩევნების შემდგომ დევნას, დასავლეთში ლუკაშენკოს ვიწრო წრის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვა. სანქცირებულთა შორის მისი შვილიც კი აღმოჩნდა. ბოლო წლის განმავლობაში, ბელარუსში 35,000-ზე მეტი აქტივისტი თუ აქციის მონაწილე დააკავეს.