ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის უშიშროებას მიგრანტების კრიზისის გასამწვავებლად სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების გამოყენებაში ადანაშაულებენ


„ფეისბუქის“ მფლობელი კომპანია „მეტა“ აცხადებს, რომ ბელარუსის სახელმწიფო უშოშროების კომიტეტი, სოციალურ მედიაში ყალბ ანგარიშებს ქმნის. ყალბი ანგარიშების მფლობელებად, „ჟურნალისტები“ და „აქტივისტები“ არიან წარმოჩენილი, სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტებით კი ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე, მიგრანტთა კრიზისის გაღვივებას ცდილობენ.

„მეტას“ ანგარიშში წერია, რომ „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ შესახებ პოლიტიკის დარღვევის გამო, „ფეისბუქის“ 41 ანგარიში, ასევე ხუთი ჯგუფი და „ინსტაგრამის“ ოთხი ანგარიში წაშალა.

ყალბი პროფილები პოლონეთის ხელისუფლების ქცევის გასაკრიტიკებლად გამოიყენებოდა, მათ შორის ბრალდებების გასავრცელებლად, რომ პოლონელი მესაზღვრეები მიგრანტების წინააღმდეგ ძალას და დაშინებას იყენებდნენ.

„ეს ფიქტიური პერსონები აქვეყნებდნენ პოლონეთის კრიტიკას ინგლისურ, პოლონურ და ქურთულ ენებზე, მათ შორის სურათებსა და ვიდეოებს პოლონელი მესაზღვრეების შესახებ, რომლებიც თითქოს არღვევენ მიგრანტების უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ პირები ცდილობდნენ დაემალათ ვინაობა და კოორდინაცია, ჩვენმა გამოძიებამ ბელორუსის კგბ-სთან კავშირი აღმოაჩინა“ - ნათქვამია „მეტას“ მოხსენებაში.

"მეტას" მოხსენება ასევე ამბობს, რომ წაშლილია „ფეისბუქის“ 31 ანგარიში და ოთი ჯგუფი. ასევე, ინსტაგრამის ოთხი ანგარიში, რომლებიც პოლონეთში შეიქმნა და სამიზნე ჯგუფები ბელარუსი და ერაყული აუდიტორია იყო.

მოხსენება ამ ანგარიშების შექმნას არ უკავშირებს პოლონეთის სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ ამბობს, რომ მათი შექმნის მიზანი, ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შესვლის მცდელობის შეჩერება იყო.

„ეს ყალბი პერსონები წარმოაჩენდნენ, რომ თითქოს აზიარებდნენ საკუთარ ნეგატიურ გამოცდილებას, ბელორუსიდან პოლონეთში ჩასვლის მცდელობისას და აქვეყნებდნენ პოსტებს, ევროპაში მიგრანტების მძიმე ცხოვრების შესახებ. მათ ასევე გამოაქვეყნეს პოსტი პოლონეთის მკაცრი ანტიმიგრანტული პოლიტიკისა და ანტიმიგრანტი ნეონაცისტური აქტივობის შესახებ პოლონეთში. ისინი ასევე აქვეყნებდნენ პოსტებს პოლონეთის მკაცრი ანტიმიგრანტული პოლიტიკისა და ანტიმიგრანტი ნეონაცისტური აქტივობის შესახებ“ - ნათქვამია მოხსენებაში.

ევროკავშირის ქვეყნები, ბელარუსის ხელისუფლებას, ბლოკის აღმოსავლეთ საზღვრებზე მიგრანტთა კრიზისის შექმნაში სდებენ ბრალს. დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის ლუკაშენკოს პასუხი, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე.

ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთის ბრალდებებს უარყოფს და კრიზისის შექმნაში თავდ ევროკავშირს ადანაშაულებს.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მიგრანტთა ბანაკებში ყინვის გამო მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა. გარტდა ამისა, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მიგრანტებს არ ეძლევათ საშუალება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული უფლება გამოიყენონ - იმსჯელონ მათ საქმეებზე ინიდივიდუალურად და მიეცეთ საშუალება, მოითხოვონ თავშესაფარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG