ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ბელარუსი კომპანიების და მოსამართლეების სანქცირებისთვის ემზადება


ევროპის კავშირი მზადაა მიიღოს სანქციების მეხუთე პაკეტი ბელარუსის 17 მოქალაქისა და 12 უწყების წინააღმდეგ. ეკონომიკური ბლოკის სამიზნეები ის ადამიანები და უწყებებია, რომლებიც მინსკის მიერ ორკესტრირებულ კრიზისში მონაწილეობენ.

ბელარუსისა და ევროკავშირის საზღვარზე ათასობით მიგრანტია თავმოყრილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას ცდილობენ. ბრიუსელი ლუკაშენკოს ამ ჰუმანიტარული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს.

"რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების" მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ევროკავშირის მიერ სანქციების დამტკიცება 1 დეკემბერს არის მოსალოდნელი.

სანქციების სამიზნე ბელარუსის სახელმწიფო ავიახაზები "ბელავია" და რამდენიმე ტურისტული სააგენტოა. ამასთან, სანქციები დაუწესდება რამდენიმე მოსამართლეს და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, მათ შორის, პროკურორებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG