სირიის სამთავრობო ძალები ალეპოსთვის იბრძვიან

სირიის სამთავრობო ძალები ალეპოსთვის ბრძოლას აგრძელებენ. სამხედრო დანაყოფმა დღეს ქალაქის სამხრეთ ნაწილზე კონტროლი მოიპოვა და ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე საჰაერო შეტევებს აგრძელებს.

ბრიტანეთში ბაზირებული ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, სამთავრობო ძალებმა კონტროლი დაიბრუნეს შეიხ საედის უბანზე და ახლა ტერიტორიის 90 პროცენტს აკონტროლებენ.

სირიის სამთავრობო მედია და უფლებადამცველი ორგანიზაცია იუწყებიან, რომ კონფლიქტის ზონა დამატებით ათასობით ადამიანმა დატოვა.

დაახლოებით ერთი თვეა, რაც სირიის სამთავრობო ძალებს საჰაერო კამპანიით ზურგს უმაგრებს რუსეთი.