ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ალეპოში ცეცხლის შეწყვეტას უყრის კენჭს


დღეს სირიის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციას განიხილავს. ის ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში 7 დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ მიწოდებას ითვალისწინებს.

ალეპო სამოქალაქო ომის დაწყებამდე სირიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი იყო. დღეს იქ ერთმანეთს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამთავრობო შენაერთები და ამბოხებულები ერთმანეთს ებრძვიან.

რეზოლუცია ეგვიპტის, ესპანეთის და ახალი ზელანდიის მიერ იქნა ინიცირებული. მიუხედავად გაეროს არაერთი მცდელობისა, სირიაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. კონფლიქტმა დღემდე 400,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG