ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპო მეოთხე დღეა იბომბება


რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სირიის საჰაერო ძალები დღეს ალეოპოს აღმოსავლეთი ნაწილის დაბომბვას აგრძელებენ. ოპერაციის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

უკვე მეოთხე დღეა სირიის მთავრობა ალოპოს ინტენსიურად ბომბავს. რუსეთმა განაცხადა, რომ სამშაბათს ერთ-თვიანი ჰუმანიტარული ზავი დასრულდა.

ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ სულ ცოტა 65 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ასევე ცენტრის ინფორმაციით, მეამბოხეებმა ალეპოს იმ ნაწილის მიმართულებით, რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებს, 10-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

XS
SM
MD
LG