მსოფლიოში ცნობილი ბალეტის მოცეკვავეები რუსეთიდან, უკრაინიდან, არგენტინიდან, კუბადან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან სპეციალურად მოწყობილ გალაზე შეიკრიბნენ. ხელოვანები უკრაინისთვის თანხების შესაგროვებლად და მშვიდობის გზავნილის გასაგზავნად გაერთიანდნენ.
ასევე ნახეთ: ევროკავშირმა კიევს, შესაძლოა, სანქცირებული რუსი ოლიგარქების გაყინული თანხები გაუგზავნოს„ჩვენ, როგორც ხელოვანებს გვაქვს ნიჭი და უნდა გამოვიყენოთ ეს ნიჭი იმისთვის, რომ ვთქვათ ის, რისიც გვჯერა“, უთხრა სააგენტო AFP-ს უკრაინელმა ივან პუტროვმა, რომელიც ღონისძიების თანაორგანიზატორია. გალა ინგლისის ნაციონალური ოპერის ლონდონის კოლიზეუმში გაიმართა.
გალას ჩატარებამდე, ორგანიზატორებმა თქვეს, რომ იმედოვნებენ, რომ $130,000 მოაგროვებენ "კატასტროფების საგანგებო კომიტეტისთვის", რომელიც ბრიტანეთში არსებული საქველმოქმედო კოლექტიური ორგანიზაციაა და უკრაინას ეხმარება. მასში შემავალ ორგანიზაციებს შორისაა წითელი ჯვარიც.