აუნ სან სუჩის ირლანდიაში შეეგებნენ

მას ორგანიზაცია "საერთაშისო ამნისტიის" უმაღლესი ჯილდო გადაეცა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის
ბირმის პრო-დემოკრატიული პარტიის ლიდერი აუნ სან სუჩი ირლანდიაში ზეიმით მიიღეს. მის საპატივცემულოდ გამართულ კონცერტზე მას "საერთაშისო ამნისტიის"-ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს ჯილდო როკ მომღერალმა და ქველმოქმედმა ბონომ გადასცა. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების ყველაზე პრესტიჟული პრემია მან 2009 წელს მოიგო, თუმცა მისი აღება ვერ შესძლო შინა ბატომრობაში ყოფნის გამო.