ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ბირმის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა


ჰილარი კლინტონი ბირმის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა
ჰილარი კლინტონი ბირმის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა

ხვალ ჰილარი კლინტონი ეთნიკური უმცირესობებების წარმომადგელებსაც შეხვდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ თუ ბირმა დემოკრატიული კურსით განვითარდება და პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს განახორციელებს, ამერიკა მასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას განიხილავს.

ეს განცხადება კლინტონმა ბირმის დედაქალაქში ვიზიტისას გააკეთა და დასძინა, რომ ბირმის მთავრობის მიერ გადადგმული ნებისმიერ ნაბიჯს ამერიკის მთავრობა გულდასმით შეისწავლის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა ბირმის მთავრობას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ეთნიკურ უმცირესობებზე ზეწოლა შეწყვიტოს.

ბირმის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ქალბატონი კლინტონი ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ვიზიტის მნჲშვნელობას და ბირმისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის ახალ ფაზაზე ისაუბრა.

მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ოპოზიციური პარტიის ლიდერთან აუნგ სან სუ კუისთან ერთად ისადილა.

პარასკევს ჰილარი კლინტონი ეთნიკური უმცირესობებების წარმომადგელებსაც შეხვდება.

XS
SM
MD
LG