ბირმის ოპოზიციურმა დემოკრატიულმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტეს და სადეპუტატო ფიცის დადების წესის კომპრომისულ ვარიანტზე თანხმობა განაცხადეს. ნობელის პრემიის ლაურეატი და მისი 42 მომხრე ბირმის პარლამენტში პირველად შევლენ. პარლამენტში ფიცის კომპრომისული შეთანხმება გაეროს გენერალური მდივნის ბირმის პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ შედგა:
„ბირმაში მომხდარმა დრამატულმა ცვლილებებმა მთელი მსოფლიოს შთაგონება გამოიწვია. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ სამომავლოდ უფრო დიდი ამბიციები გაქვთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ბირმა სწრაფად დაიკავებს თავის ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში“.