ბირმელები მალე კოკა კოლას პროდუქციას დააგემოვნებენ.
ხუთშაბათს კოკა კოლამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 60 წლის შემდეგ ბირმაში ბრუნდება და ბიზნესის წარმოებას იწყებს.
კომპანიის განცხადებით, საბოლოო სიტყვა ამერიკის მთავრობას ეკუთვნის, რომელმაც ამერიკულ კომპანიას ლიცენზია უნდა დაუმტკიცოს, რის შემდეგაც კოკა კოლას უფლება ექნება ბირმაში ბიზნესი დაიწყოს.
კოკა კოლას განცხადებით, ამას გარდა კომპანია ბირმას 3 მილიონ დოლარს გრანტის სახით გადასცემს, რაც ქვეყანაში ქალთა დასაქმების სფეროს განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შემქნას შეუწყობს ხელს.
კომპანიის განცხადებით, კოკა კოლა ბირმას 3 მილიონ დოლარს გრანტის სახით გადასცემს
ამავე თემაზე
პოპულარული
1