ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, აფეთქებისა და სროლის შედეგად, მინიმუმ, 15 ადამიანი დაუღუპა, ხოლო 34 დაიჭრა. ინფორმაციას თალიბანი ავრცელებს.
აფეთქება სარდალ მოჰამად დაუდ ხანის სახელობის საავადმყოფოსთან მოხდა, სადაც 400 საწოლია განთავსებული. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილზე სპეციალური დანაყოფებია გაგზავნილი.
თავდაპირველად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო, თუმცა თალიბანის ერთ-ერთმა წევრმა, ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით, სააგენტო როიტერს დაღუპულებისა და დაშავებულების სავარუდო რიცხვი უთხრა.
ასევე ნახეთ: ამერიკა ავღანეთს ჰუმანიტარული მიზნებისთვის 144 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოუყოფსიტალიის გადაუდებელი დახმარების ცენტრში, რომელიც მომხდარიდან 3 კილომეტრში მდებარეობს, აცხადებენ, რომ მათთან დახმარების აღმოსაჩენად 9 დაჭრილი მიიყვანეს.
ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ყოფილი დიპლომატების ზონად წოდებულ უბანში, აფეთქების ადგილას კვამლი დგას და შემთხვევის ადგილზე 2 ვერტმფრენი პატრულირებს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა, სააგენტო "ბახტარი" ამბობს, რომ თვითმხილეველების მტიცებით, აფეთქებაში ისლამური სახელმწიფოს წევრები მონაწილეობდნენ.