რომნის და გინგრიჩის დაპირისპირება

რომნის და გინგრიჩის დაპირისპირება

რესპუბლიკელი კანდიდატების სატელევიზიო დებატები

შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ორი საპრეზიდენტო კანდიდატი ფლორიდის პრაიმერის გამართვამდე ერთმანეთს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდნენ. მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი გააკრიტიკა. როგორც ცნობილია, სამხრეთ კაროლინის პრაიმერში გინგრიჩმა რომნის მოუგო. მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა გინგრიჩს გავლენის მიზანმიმართულ გამოყენებაში დასდო ბრალი, როდესაც გინგრიჩი მთავრობის მხარდაჭერილი იპოთეკური კომპანია „ფრედი მაკის“ კონსულტანტად მუშაობდა. რომნიმ ასევე გააკრიტიკა გინგრიჩის ეთიკა და 1990-იან წლებში სპიკერის თანამდებობიდან გადადგომას სამარცხვინო უწოდა. თავის მხრივ, გინგრიჩმა რომნის საშემოსავლო მონაცემების გაყალბებაში და სიცრუეში დასდო ბრალი.