შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა სამხრეთ კაროლინაში გამართული რესპუბლიკური პრაიმერი მოიგო. მან ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტი მოიპოვა. მისმა მთავარმა მეტოქემ მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ კი მხოლოდ 27 პროცენტის დაგროვება შეძლო. ერთი კვირის წინ, ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ მიტ რომნი სამხრეთ კაროლინის პრაიმერს ადვილად მოიგებდა, თუმცა, მის წინააღმდეგ ძლიერი კამპანია დაიწყო, რომელიც მიტ რომნის სიმდიდრეს და ფინანსურ საკითხებს ეჭვის ქვეშ აყენებდა. ამან რომნის პოლიტიკურ რეიტინგს დარტყმა მიაყენა.