რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები აიოვას შტატში ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ. კანდიდატები, რომლებსაც უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ყველაზე ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, მინესოტას შტატის ყოფილი კონგრესმენი მიშელ ბაქმანი და კონგრესის ყოფილი სპიკირი ნიუტ გინგრიჩი არიან. მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი გამოკითხვების თანახმად, კვლავ ლიდერობს.
ამ ეტაპზე რომნი რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად ფავორიტი კანდიდატია. მას ყველაზე აქტიურ პაექრობას რონ პოლი უწევს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დაწინაურდა. ეს აიოვას შტატში დაგეგმილი რეპუბლიკური პარტიის ქოქუსის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგანაც 50 შტატიდან აიოვა პირველი ირჩევს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელ ნომინანტს.