პაკისტანის არმიის და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურები ერთმანეთს ორ ქვეყანას შორის უერთიერთობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ პირველად შეხვდნენ. ვითარების გამწვავება უკანასკნელად უპილოტო თვითმფრინავით, დრონით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ განხორციელებულმა საჰაერო შეტევამ გამოიწვია, რომელმაც პაკისტან-ავღანეთის საზღვართან 24 პაკისტანელი ჯარისკაცი შეიწირა. პაკისტანი იძულებული გახდა ნატოსთვის ავღანეთში განლაგებული ძალების მომარაგების მთავარი სასაზღვრო გზები გადაეკეტა.
ისლამაბადის გარეუბანში გამართულ შეხვედრაზე პაკისტანის მაღალჩინოსანი გენერალი აშფაქ ფავეზ კაიანი შეერთებული შტატების მთავარი სამმართველოს გენერალს, ჯეიმს მატისს და ნატოს და ავღანეთში ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ჯონ ალენს შეხვდა. პაკისტანის სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით ორი ქვეყნის უმაღლესი მხედრობა 26 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ წარმოებულ გამოძიებაზე და სასაზღვრო ზონის კონტროლის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე ისაუბრებს.