პაკისტანის პარლამენტმა დაამტკიცა იმ პირობების სია, რომლის შესრულება შეერთებულ შტატებს მოუწევს, რათა ნატოს სამხედრო მომარაგებისთვის ავღანეთისკენ მიმავალი გზა გაიხსნას.
ამ სიაში ერთერთ პირველ პირობად პაკისტანმა აშშსა და ნატოს ამერიკული დრონების მიერ პაკისტანის ტერიტორიის დაბომბვის შეწყვეტა წამოაყენა. პაკისტანმა ასევე ბოდიშის მოხდა მოსთხოვა ნატოს და აშშს გასულ წელს ნოემბერში მომხდარი ინიციდენტის გამო. მაშინ ავღანეთის და პაკისტანის საზღავრზე განხორციელებულ თავდასხმას 24 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პაკისტანის ეროვნული უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა რაზა რაბანიმ პარლამენტის წინაშე 14 რეკომენდაცია წარადგინა. მისი განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ნატოს უნდა აეკრძალოთ პაკისტანის საჰაერო სივრცის გამოყენება ავღანეთში იარაღის გადასაზიდად.
ხუთშაბათს პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ განაცხადა, რომ მთავრობა ყველა რეკომენდაციის შესრულებას საგულდაგულოდ გააკონტროლებს.