საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის კონსერვატიული მთავრობა ოფიციალურად გადადგა. მომავალ კვირას საფრანგეთის მოსახლეობა გამარჯვებული კანდიდატის ფრანსუა ჰოლანდის ინაუგურაციას იხილავს.
პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტ სარკოზის წერილობით ხუთშაბათს აცნობა.
მომავალი კაბინეტის შემადგენლობაზე 15 მაისს ინაუგურაციის შემდეგ ახალი პრეზიდენტი იზრუნებს.
ამ ფონზე, ხუთშაბათს პარიზში ფრანსუა ჰოლანდი ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრს ჟან კლოდ ჯანკერს შეხვდა, ვინც ამავე დროს ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების თავმჯდომარეა. პრემიერ მინისტრს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
ინაუგურაციის შემდეგ ბატონი ოლანდი ბერლინში გაემგზავრება, სადაც გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად, საფრანგეთის მიერ დაწესებულ მკაცრ საბიუჯეტო ზომებს და მათ გავლენას განიხილავს ევროპის ეკონომიკაზე.