საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის ჯარებს ავღანეთიდან ვადამდე ერთი წლით ადრე გამოიყვანს.
საფრანგეთის ახლად არჩეულმა ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას საარჩევნო დაპირება ავალდებულებს, წლევანდელი წლის ბოლომდე საფრანგეთის ჯარები ავღანეთიდან გამოიყვანოს.
ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ ოლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ავღანეთის მისიას, ოღონდ სხვა პირობით და დეტალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
დღესდღეობით ავღანეთში ალიანსის 130,000 ჯარისკაცი ასრულებს სამხედრო მისიას, მათ შორის 3,500 საფრანგეთის სამხედრო მოსამსახურეა.
ნატომ პირობა დადო, რომ სამხედრო მისიას ავღანეთში 2014 შეწყვეტს. მანამდე კოალიციური ძალებმა უსაფრთხოების პასუხისმგებლობა ავღანელ კოლეგებს უნდა გადააბარონ.