ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი მუშაობას შეუდგა


ჩიკაგოში გამართულ ნატოს სამიტზე, ბატონი ოლანდი ავღანეთიდან სამხდროების ვადაზე ადრე გამოყვანის მოთხოვნას კვლავ დაიცავს;

საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი საქმიანობას უკვე შეუდგა. ფრანსუა ოლანდი პირობას დებს, რომ საფრანგეთში ეკონომიკურ პრობლემებს გამოასწორებს. მისმა გენდერულად დაბალანსებულმა კაბინეტმა დავალებები უკვე მიიღო. ბატონი ოლანდის პირველი ნაბიჯები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი ოფიციალურ შეხვედრებით დაიწყო.

ფრანსუა ოლანდმა, საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერომენიის შემდეგ გეზი ბერლინისაკენ აიღო. იგი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს პრეზიდენტის რანგში პირველად შეხვდა. პარტნიორობის სულისკვეთების მიუხედავად, ბატონ ოლანდსა და ქალბატონ მერკელს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

ბატონი ოლანდი ეკონომიკური სტიმულირების მომხრეა. ქალბატონი მერკელი კი უპირატესობას მკაცრ საბიუჯეტო პოლიტიკას ანიჭებს.

„სი-ენ-ბი-სის“ ეთერში გასულ ინტერვიუში ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იგი ყველანაირ მასტიმულირებელ ინიციატივას მიესალმება, განსაკუთრებით ახლა, როცა საბრეძნეთში არსებული მწვავე ეკონომიკური კრიზისია.

საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეერთებულ შტატებში ახალი დიპლომატიური გამოწვევა მოუწევს. იგი დღეს პრეზიდენტ ობამას ხვდება. ბატონი ოლანდი ასევე მონაწილეობას მიღებს დიდი რვიანისა და ნატოს სამიტებში, სადაც იგი თავის კოლეგა-პრეზიდენტებს შეხვდება.

ექსპერტების თქმით, ბატონი ოლანდი საფრანგეთის წინამორბედი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დანატოვარი მემკვიდრეობის შეცვლას შეეცდება. საფრანგეთში ბატონმა სარკოზიმ თავისი მოღვაწეობა შემდეგი ზედმეტ-სახელით“ამერიკელი სარკო” დაასრულა, რომელსაც მხოლოდ გაზიანი სასმელები და ჰამბურგერები უყვარდა. ქვეყნის ყოფილ ლიდერს ევროპაში კრიზისის აღმოსაფხვრელად და ლიბიაში ნატოს კამპანიისათვის უწევდა ბრძოლა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი ბრუნო კაუტრესი ამბობს, რომ ახალი პრეზიდენტის მმართველობის დროს, საფრანგეთში რადიკალურ ცვლილებებს საგარეო პოლიტიკაში არ უნდა ველოდოთ:

“არსებობს გარკვეული ისტორიული წესები საფრანგეთის პოლიტიკაში, რაშიც დიდი ცვლილებების მოხდენას არ უნდა ველოდოთ. ფრანგულ-ამერიკული ურთიერთობები ისევ კარგად განვითარდება. ახლო აღმოსავლეთში საფრანგეთის გავლენა ყოველთვის იგრძნობოდა. საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას ყოველთვის ითხოვდა."

ჩიკაგოში გამართულ ნატოს სამიტზე, ბატონი ოლანდი ავღანეთიდან სამხდროების ვადაზე ადრე გამოყვანის მოთხოვნას კვლავ დაიცავს; თავის დროზე ეს საკითხი ნიკოლა სარკოზიმ დააყენა. ამასთანვე, ფრანსუა ოლანდის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ევროპის ეკონომიკის სტიმულირების თაობაზე, ვაშინგტონში სავარაუდოდ დადებითად შეაფასებენ.

XS
SM
MD
LG