ჩინელი დისიდენტი აშშ-ს თავშესაფარს არ სთხოვს

TOPSHOTS

ჩენ კუანგჩენგი პეკინის ერთერთ საავადმყოფოშია და მკურნალობს.

ჩინელმა დისიდენტმა ჩენ კუანგჩენგმა ამერიკის კონგრესის წევრებს თხოვნით მიმართა, რომელშიც იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრას ითხოვს. დისიდენტის თქმით, მას სურს ქალბატონმა კლინტონმა, რომელიც ამჟამად ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის დატოვებაში დახმარება გაუწიოს.

ჩენმა ვაშინგტონში კონგრესმენებს მისი საკითხის განხილვის შემდეგ ტელეფონით მიმართა. მან განაცხადა, რომ დაღლილია და ამერიკაში დასავენებლად ჩამოსვლა სურს. თუმცა იქვე დასძინა, რომ შეშინებულია ოჯახის წევრებისა და იმ ხალხის ბედით, ვინც მას გაქცევაში დაეხმარა. ამჟამად ჩენ კუანგჩენგი პეკინის ერთერთ საავადმყოფოშია და მკურნალობს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჩინეთში გარი ლოკმა განაცხადა, რომ ჩენ კუანგჩენგს შეერთებული შტატებისთვის თავშესაფრის მოთხოვნით არასდროს მიუმართავს. მან არჩია ჩინეთში დარჩენილიყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებასა და მკურნალობას უზრუნველყოფს.