ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩენ გუანჩენგი მზადაა ჩინეთიდან წასასვლელად


ჩინელი აქტივისტის ჩენ გუანჩენგის განცხადებით, შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის აუცილებელი ყველა საბუთი წესრიგშია და ამჟამად ჩინეთის მთავრობაზეა დამოკიდებული მისთვის პასპორტის გადაცემის საკითხი.

ჩენმა ეს განცხადება პეკინის ჰოსპიტალში გააკეთა, სადაც ის სამედიცინო მკურნალობას გადის შინაპატიმრობიდან გაქცევის დროს მიღებული ტრამვების გამო.

40 წლის ჩინელი აქტივისტი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონის და პეკინის გარიგების შედეგად მას შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემენ.

XS
SM
MD
LG