ჩინეთი შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას კოსმოსში რაკეტის გაშვების განზრახვის გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან ფხენიანის ბირთვულ ამბციებს. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბრაზილიაში ვიზიტისას განაცხადა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ჩინეთის ჩათვლით შეთანხმდნენ იმ შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ აქტს უნდა მოყვეს.
„ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა და ახალი ხელმძღვანელობა მკაფიო არჩევანის წინაშე დგას. მათ უნდა გადახედონ პოლიტიკას, შეაჩერონ პროვოკაციული ქმედებები, გაიხსნან დანარჩენი მსოფლიოსთვის, იმუშაონ საკუთარი ხალხის განათლებაზე, გამოკვებონ მოსახლეობა, დაივიწყონ ბირთვული ამბიციები და შეუერთდნენ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენ ამას მივესალმებით,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
როგორც თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, მიწისქვეშ მიმდინარე სამუშაოები შესაძლოა ბირთვული გამოცდისთვის ფხენიანის მოქმედებაზე მიუთითებდეს.