ხანი ჰაქანის შტაბ-ბინებს აკონტროლებს და ავღანეთსა და პაკისტანში განხორციელებულ ტერაქტებს ხელმძღვანელობს.
ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ავღანეთში დააკავეს თალიბების მხარდამჭერი დაჯგუფების ჰაქანის ლიდერი.
კერძოდ კი ავღანეთისა და კოალიციის შეიარაღებულმა ძალებმა პაკტიკას პროვინციაში, პაკისტანის საზღვართან დააკავეს ჰაჯი მალი ხანი.
ხანი ჰაქანის შტაბ-ბინებს აკონტროლებს და ავღანეთსა და პაკისტანში განხორციელებულ ტერაქტებს ხელმძღვანელობს. როგორც ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, ხანი დაკავება ჰაქანის დაჯგუფებისთვის დიდი დარტყმაა.
ხანის დაკავების ოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
ამის ფონზე თალიბები უარყოფენ ხანის დაკავების ფაქტს.