მალიში სეპარატისტებმა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე სტრატეგიული ქალაქი გაო დაიკავეს. მანამდე მათ პროვინციის დედაქალაქი კიდალი აიღეს.
თუარეგის ტომის მეამბოხეები გაოში მათი მომავალი სახელმწიფოს აზავადის გაშლილი დროშებით შევიდნენ. სამთავრობო ჯარებმა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო შვეულმფრენები გამოიყენეს.
თუარეგის მეომრებმა იანვრის შუა რიცხვებში დაიწყეს ამბოხება, როდესაც მეზობელ ლიბიაში მომხდარი სამოქალაქო ომის დროს დიდი რაოდენობით იარაღი ჩაიგდეს ხელში.
თუარეგის მეომრების გააქტიურება მალიში მომხდარმა სახელმწიფო გადატრიალებამ გამოიწვია, როდესაც რამდენიმე დღის წინათ აჯანყებულმა ოფიცრებმა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი დაამხეს.