ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში სამხედრო ინტერვენცია მოსალოდნელია


მალი, რომელიც აფრიკის ქვეყნებში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა, მარტში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლების ვაკუუმში აღმოჩნდა

ნიგერის პრეზიდენტი, მაჰამადოუ ისოუფუ აცხადებს, რომ პაკისტანისა და ავღანეთის ჯიჰადის მებრძოლები ჩრდილოეთ მალიში ისლამისტური დაჯგუფების წევრებს წრთვნიან. პრეზიდენტ ისოუფუს განცხადებით, უცხოელები ტრენინგებს დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში დაქირავებულ მებრძოლებს უტარებენ.

მალი, რომელიც აფრიკის ქვეყნებში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა, მარტში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლების ვაკუუმში იმყოფება.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ტარექის ისლამისტმა მეამბოხეებმა ჩრდილოეთ მალიზე კონტროლი დააწესეს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს.

ხუთშაბათს, სპილოს ძვლის კუნძულზე შეკრებილმა აფრიკის ლიდერებმა კიდევ ერთხელ განიხილეს შესაძლებლობა მალიში სამხედრო ინტერვენციის შესახებ.

XS
SM
MD
LG