ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა „დრონის“ ნამსხვრევებისთვის


ბრძოლა „დრონის“ ნამსხვრევებისთვის
ბრძოლა „დრონის“ ნამსხვრევებისთვის

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, სამთავრობო ძალებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა, რისი მიზეზიც უპილოტო საფრენი აპარატიის ე.წ. დრონის ნამსხვრევების მოპოვება გახდა. სავარაუდოდ შეერთებული შტატების კუთვნილი დრონი სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში ჩამოვარდა, რომელიც ამბოხებული თალიბების კონტროლს ექვემდებარება. პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, ბრძოლების შედეგად ორი ამბოხებული დაიღუპა და ერთი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიჭრა. პაკისტანელი თალიბები აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მათ ჩამოაგდეს, თუმცა პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, დრონის ჩამოვარდნა ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. შეერთებული შტატები პაკისტანის ტერიტორიაზე დრონების გამოყენებას ოფიციალურად არ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG