ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ გასულ წელს მოპოვებული ამერიკული ჯაშუშური დრონის უკუინჟინერიის საფუძველზე, ირანი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ასლის შექმნას იწყებს.
ირანის რევოლუციური გვარდიის აერონავტიკის განყოფილების ხელმძღვანელი გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადეჰის განცხადებით, ირანელი მეცნიერები ამერიკული დრონის მიერ მოგროვენული მონაცემების გაშიფრვასაც ცდილობენ. უპილოტო საფრენი აპარატი RQ-170 თეირანმა გასულ დეკემბერს ირანის აღმოსავლეთში ჩამოაგდო.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებმა აღიარეს დრონის დაკარგვა. თუმცა, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მტრულ ტერიტორიებზე გაგზავნილი უპილოტო საფრენი აპარატები მინიმალურ კოდირებულ ინფორმაციას და ტექნოლოგიურ საიდუმლოებებს ატარებენ.