ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, იავლინსკის მხარდამჭერთა ხელმოწერების 25 პროცენტი ყალბი აღმოჩნდა.
რუსეთშის ოპოზიციის ლიდერი გიორგი იავლინსკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას რეგისტრაციის დროს შექმნილი პრობლემების გამო ვერ მიიღებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების 25 პროცენტი ყალბი აღმოჩნდა.
იავლინსკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმ ხალხის ზეწოლით იქნა მიღებული, ვისაც მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სურს.
ორშაბათს მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი აპირებს გამოსვლას, რათა იავლინსკის არჩევნებიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება გააპროტესტონ.