ქაბულის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის, სულ ცოტა, ოთხი ამერიკის სამხედრო მოსამსახურე პირია.
თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად „რამდენიმე“ ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული. პენტაგონი ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
ასევე ნახეთ: ავღანეთიდან ევაკუაციის "საბოლოო ვადა არ არსებობს", ამბობს ბლინკენიდაღუპულთა შორის ასევე არიან ავღანელებიც, რომლებიც ჰამიდ კარზაის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და აეროპორტში შესვლას რამდენიმე ხანია ელოდებოდნენ.
ქაბულის აეროპორტში აფეთქება, წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, დეტალები შესაძლოა შეიცვალოს.
კირბის განცხადებით, ეს „კომპლექსური თავდასხმის შედეგი იყო, რასაც შედეგად შეერთებული შტატების და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა“.