ავღანეთში ამერიკის ელჩმა რაიან კროკერმა, რამდენიმე თვეში თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. თანამდებობიდან წასვლა, სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ქაბულსა და ტოკიოში დონორთა კონფერენციის შემდეგ გადაწყდა. როგორც ვიქტორია ნულანდმა დასძინა, კროკერს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა თავის თანამდებობაზე. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამერიკასა და ავღანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებებს და უკანასკნელ ნატოს სამიტს ჩიკაგოში, სადაც მთავარი თემა ავღანეთი იყო.