ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგი ჯარისკაცები წლის ბოლომდე შინ დაბრუნდებიან


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ავღანეთში დისლოცირებულ ორიათას ფრანგ ჯარისკაცს ავღანეთიდან მიმდინარე წლის ბოლომდე გაიყვანს, თუმცა საფრანგეთი გააგრძელებს ომით დაზარალებული ქვეყნის დახმარებას.

დღეს, ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის დროს, ოლანდმა დასძინა, რომ ათას სამასამდე ფრანგი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში ტრეინინგის მიზნით დარჩება. ოლანდმა გაიმეორა, რომ ჯარების ადრეული გაყვანის განრიგი ავღანეთის მთავრობასა და ნატოსთან ახლო კოორდინაციის საფუძველზე მოხდება.

აღნიშნული განცხადებები, საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა დღეს, ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საგანგებო პრეს კონფერენციაზე გააკეთა.

XS
SM
MD
LG